ცნობილი მსახიობი და პოლიტიკოსი არნოლდ შვარცნეგერი ფილმ „ტერმინატორის“ მეექვსე და მეშვიდე სერიებში გადასაღებად ემზადება. როგორც
thearnoldfans.com. იუწყება, მან ამის შესახებ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში განაცხადა.
მსახიობი ბუდაპეშტში ლექციებს კითხულობდა. თაყვანისმცემლების შეკითხვაზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას დაანონსებულ ფილმის მეექვსე ნაწილში, შვარცნეგერმა დადებითად უპასუხა. აქვე დაადასტურა, რომ მაყურებლები მას ფილმის მეშვიდე ნაწილშიც იხილავენ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ეკრანებზე გამოსასვლელად ემზადება სურათის მეხუთე სერია „ტერმინატორი: გენეზისი“. ფილმის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს ახალი ტრილოგიის დასაწყისია, სადაც იწყება ბრძოლა ხელოვნურ და ადამიანის ინტელექტებს შორის.
ფილმი „ტერმინატორი: გენეზისი“ დიდ ეკრანებზე 2015 წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს.
სურათის მეექვსე და მეშვიდე სერიები კი ეკრანებზე 2017 და 2018 წლებში გამოჩნდება.
მასალის გამოყენების პირობები