ნიუ-იორკში ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს მოპარული ტილო იპოვეს.
საუბარია 1911 წელს შექმნილ ნახატზე „პარიკმახერი ქალი“, რომელიც პარიზში ჟორჟ პომპიდუს ცენტრის საცავიდან მოიპარეს. ქურდობის შესახებ ცნობილი 2011 წელს გახდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ნახატი გაცილებით ადრე მოიპარეს.
ამერიკის პროკურატურის მონაცემების თანახმად ნახატი აშშ-ის საბაჟო-სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა 2014 წლის 17 დეკემბერს ამოიღეს. ტილო ნიუ-იორკში ბელგიიდან მოხვდა. შეფუთვაზე ეწერა, რომ ხელოვნების ნიმუში 37 დოლარი ღირდა.
მასალის გამოყენების პირობები