სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ავტომოყვარულებს შეხვდა (ვიდეო)
20:29 / 27.02.2015
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტომოყვარულებს შეხვდა. გუბერნატორმა „დრიფტისა“ და დრაგის მოყვარულებს სასიამოვნო ინფორმაცია მიაწოდა და განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში ავტომოყვარულებისთვის მასშტაბური რეგიონული ტურნირი ჩატარდება. მანამდე კი მათ მომზადება ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე შეეძლებათ.
გუბერნატორის განცხადებით, ადგილზე ინფრასტრუქტურა მოეწყობა და უსაფრთხოების ნორმები სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. ავტომოყვარულების განცხადებით, მათ აქამდე შეჯიბრის საშუალება რეგიონში არ ქონდათ,რისთვისაც გასვლა სხვა ქალაქებში უწევდათ. გუბერნატორის ინიციატივით რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდება „Western Drives Club“,სადაც რეგიონის მასშტაბით „დრიფტისა“ და „დრაგის“ მოყვარულები გაერთიანდებიან. ლევან შონია დღესვე ავტომოყვარულების ვარჯიშს დაესწრო.
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები