რუბრიკები
მერაბ ქვარაიამ პოლონელი სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა
27 თებერვალს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორ, ისტორიკოს დავით ყოლბაიასთან ერთად აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის კავკასიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე : „საბჭოური მმართველობიდან რეალურ თვითმმართველობამდე-თვიმმართველობის რეფორმა საქართველოში, დემოკრატიზაციის რეალური შესაძლებლობები“. ლექციაზე მერაბ ქვარაია უცხოელ სტუდენტებს საქართველოში თვითმმართველობის გამოცდილების, ისტორიისა და განვითარების პერიოდიზაციის, ასევე საქართველოს საბჭოური ქვეყნიდან დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების მქონე სახელმწიფოდ ტრანსფორმაციისა და გარდამავალ პერიოდში ქვეყნის წინაშე მდგარი საგარეო თუ საშინაო გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ესაუბრა. სტუდენტები კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებითაც დაინტერესდნენ. მერაბ ქვარაიმ ხაზი გაუსვა კავკასიის რეგიონისთვის საქართველოს სტრატეგიულ ფუნქციას, ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ურთიერთობებს მეზობელ სახელმწიფოებთან. „ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა , სასიხარულოა რომ ევროპელი ახალგაზრდები იცნობენ და აინტერესებთ საქართველო,ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები,ჩვენი გამოცდილება, ქვეყნის განვითარების ვექტორები,როგორც საგარეო, ასევე საშინაო ასპექტები. საერთაშორისო ასპარეზზე პოლონეთი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ერთგული მხარდამჭერია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. დარწმუნებული ვარ, პოლონეთისა და სხვა მეგობარი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით საქართველო გახდება საერთო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“ - აცხადებს მერაბ ქვარაია. ლექციის ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარემ ევროპელ სტუდენტებს ზუგდიდისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინა. 11026515_1102809203078044_1940672332_n სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, მერაბ ქვარაიამ ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პროექტ "ურბანული ცვლილებების მონაწილეებში” ჩართული ათი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, სადაც პროექტის ფარგლებში მათ მიერ ორგანიზებული და განხორციელებული აქტივობების(სამოქალაქო ჩართულობა, სექტორალური თანამშრომლობა, სოციალური ბიზნესი) პრეზენტაცია მოეწყო. პროექტი რობერტ ბოშის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „MITOST“ ახორციელებს და მასში 10 ევროპულ ქალაქის წარმომადგენლები არიან ჩართულნი: ათენი – საბერძნეთი, ბარსელონა – ესპანეთი, ბერლინი – გერმანია, ავეირო – პორტუგალია, ბრატისლავა – სლოვაკეთი, კაუნასი – ლიტვა, ზუგდიდი - საქართველო, ლუბლინი – პოლონეთი, ზაგრები – ხორვატია, მარიბორ – სლოვენია. პროექტის ძირითადი თემა კულტურული აქტივობების გზით მდგრადი და თანამონაწილეობითი ხასიათის ურბანული ცვლილებების განხორციელებაა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.