“პაციენტის სკოლის” მეორე შეხვედრა "ქსენონში" (ვიდეო)
14:14 / 28.02.2015
ასოციაციის “ქსენონი”ოფისში პროექტის – “პაციენტის სკოლა” ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. მოქალაქეებს აქ С ჰეპატიტის შესახებ ინფორმაციას დაწვრილებით აცნობენ. მსგავსი შეხვედრები "ქსენონის" ოფისში თვეში ერთხელ ტარდება და მათში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც С ჰეპატიტი შეეხო.
"პაციენტთა სკოლაში", ძირითადად, შემდეგი საკითხები განიხილება:
ჰეპატიტის ეტიოლოგია, გენოტიპები, გადაცემის გზები;
C ჰეპატიტის მიმდინარეობა; დაავადების ფორმები, გართულებები;
C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა;
C ჰეპატიტის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები და მეთოდები;
საქართელოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა/მკურნალობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.
"26 თებერვალს ჯანაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აპრილში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ქვეყანაში პრეპარატი "სოფოსბუვირი" შემოვა. აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატთან ერთად, კიდევ უფრო ახალი თაობის პრეპარატი - "ჰარვონი" შემოვა , რომლის ეფექტურობა 100%-თან არის მიახლოებული", - აღნიშნა "ქსენონის" ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ.
ასოციაცია ” ქსენონი” აღნიშნულ პროექტს ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ” C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა – მოქმედებიდან მეტი მოქმედებისკენ, ხელმისაწვდომობიდან მეტი ხელმისაწვდომობისკენ” ფარგლებში ახორციელებს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები