"ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
15:22 / 28.02.2015
“ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო ქვეითებისთვის და მძღოლებისთვის!”ასე ეწოდება აქციას, რომელიც დღეს ზუგდიდში ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით გაიმართა. მსგავსი აქციები საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში,გორსა და თელავში მიმდინარეობდა. ზუგდიდში გამართულ ქუჩის აქციაში სტუდენტები, მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩაერთნენ. აქციის მიზანია ქვეითებისა და მძღოლებისთვის იმ წესების შეხსენება, რომლებიც ქუჩებში მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველჰყოფს. აქცია გამოეხმურა ქ.ქუთაისსა და საჩხერეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომლებიც მსხვერპლით დასრულდა. აქცია განხორციელდა ორგანიზაციების “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”,“საქართველოს წითელი ჯვარი” და “იარე ფეხით” პროექტის ფარგლებში.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სადაზღვევო კომპანია “აი სი ჯგუფი”, ინტერნეტპოტრალი “კვირა”, “მე რეპორტიორი”, ”Financial”, “AutoBild” -ი, ცენტრი “აფხაზეთი”, ასოციაცია “ათინათი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმფიფო უნივერსიტეტი და სხვა.
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები