ოკუპირებული აფხაზეთის ხურჩა-ოტობაიას მონაკვეთზე, დაახლოებით ერთი საათის წინ, ინციდენტი მოხდა. ორი ქალი და მათი გამცილებელი ორი მამაკაცი, რომლებიც გალში შესვლას შემოვლითი გზით ცდილობდნენ, რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ერთ-ერთმა მამაკაცმა დაკავებისას გაქცევა შეძლო. მეორე - 60 წლის ოთარ ბერია, სამხედროებმა სასტიკად სცემეს და საგუშაგოში გადაიყვანეს. ასევე საგუშაგოშია გადაყვანილი 2 ქალბატონიც.
მასალის გამოყენების პირობები