ინგრედიენტები:
მზა საფუვრიანი ცომი 250 გ
ბადრიჯანი 1 ცალი
მარილი და პილპილი
ნიორი 1 კბილი
ქინძი
ჩილი წიწაკა
მომზადების წესი:
ბადრიჯანი დაჭერით რგოლებად, მოასხით ცოტა ზეთი და კარგად გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან შეწვით. გადაიტანეთ თეფშზე, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი და აურიეთ.
მზა ცომის გუნდა გააბრტყელეთ. გადაუსვით ზეითუნის ზეთი ან პომიდვრის სოუსი. ზემოდან დაალაგეთ ბადრიჯანი და გამოაცხეთ 10 წუთი მაქსიმალურ ტემპერატურაზე (240-250 გრადუსი) გახურებულ ღუმელში.
მზა ღვეზელს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ჩილი წიწაკა და ქინძი.
მასალის გამოყენების პირობები