Apple-მა განაცხადა, რომ 9 მარტს სან-ფრანცისკოში სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს, სადაც მისი ახალი პროდუქტის წარმოდგენაა მოსალოდნელი. სპეციალისტები ახლა ბჭობენ, რა შეიძლება წარმოადგინოს ახალი ტექნოლოგიურმა გიგანტმა.
„მოსაწვევში, მხოლოდ ერთი ფრაზაა -Spring Forward- რომლის გაგებაც შეიძლება „გაზაფხულის შესახვედრად“ ან როგორც „ნახტომი წინ“,-განაცხადა ერთ-ერთმა ინვესტორმა ლოს-ანჯელესიდან, რომელმაც მისაწვევი მიიღო.
ზოგიერთი ექსპერტის მოლოდინით, Apple, Apple Watch-ს წარმოადგენს. ამის თაობაზე Apple-მა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა და იმ დროიდან ცნობილია, რომ „ჭკვიანი“ საათის გაყიდვები აპრილში უნდა დაიწყოს.
2010 წლიდან, Apple-ს ბაზარზე პრინციპულად ახალი პროდუქტი არ გამოუტანია და სწორედ ამიტომ ელოდებიან სენსაციას ამ დაგეგმილი პრეზენტაციიდან.
ზოგიერთი კი ელოდება MacBook Air-ის ახალ ვერსიას 12-დიუმიანი თხევადკრისტალური ეკრანით, შექმნილიRetina-ტექნოლოგიით.
ზოგიერთი სპეციალისტი კი ამბობს, რომ 9 მარტს ისინი ნახავენ პლანშეტურ კომპიუტერ iPad Pro-ს, 12,9-დიუმიანი ეკრანით და ინტერაქტიურ ტელევიზორს Apple TV-ს.
მასალის გამოყენების პირობები