რუბრიკები
Facebook-ი სუიციდისკენ მიდრეკლი ადამიანების დახმარებას იწყებს
Facebook-მა თავის ბლოგზე დაწერა, რომ თვითმკვლელობების აღმკვეთ რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, სოციალურ ქსელში შესაბამისი სერვისი შეიმუშავა. თუ მომხმარებელი, მის მეგობარს შემაშფოთებელ სტატუსს აღმოუჩენს სოციალური ქსელის კედელზე, მას შეუძლია ამის შესახებ Facebook-ის ადმინისტრაციას შეატყობინოს და მისი სპეციალისტები პოსტს განიხილავენ. თუ აღმოჩნდება საფუძველი შეშფოთებისთვის, პოსტი ავტორს მიუვა შეტყობინება, რომ სოციალურ ქსელში შესვლის მომავალ ჯერზე მას დახმარების შესაძლებლობა ექნება. „გამარჯობა, მეგობარი ფიქრობს, რომ შენ შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს შეეჯახე და გვთხოვა შენი ცოტა ხნის წინანდელი პოსტი გვენახა“, - ნათქვამია ასეთ შეტყობინებაში. „ხშირად, მეგობრებმა და ოჯახმა, სიტუაციაზე დაკვირვებისას, არც იციან რა გააკეთონ. ისინი შეწუხებული არიან, მაგრამ ეშინიათ რაღაცის თქმის, რათა არ გააუარესონ სიტუაცია. ფსიქიკური დაავადებები და თვითმკველობაზე ფიქრი - ეს ის არის, რაზეც საზოგადოებაში არ ვსაუბრობთ“, - განაცხადა Facebook-ის კონტენტის სტრატეგმა ჰოლი ჰეტერინგტონმა. ახალი სერვისი სოციალურ ქსელში აშშ-ში ხელისაწვდომი იქნება რამდენიმე კვირაში. შესაძლებელია, რომ ამ ფუნქციამ აშშ-ის ფარგლებს გარეთაც იმუშაოს. „თუ ეს, თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს, მისი გაშვება ღირდა“, - წერენ კომენტარებში Facebook-ის მომხმარებლები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.