Facebook-მა თავის ბლოგზე დაწერა, რომ თვითმკვლელობების აღმკვეთ რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, სოციალურ ქსელში შესაბამისი სერვისი შეიმუშავა.
თუ მომხმარებელი, მის მეგობარს შემაშფოთებელ სტატუსს აღმოუჩენს სოციალური ქსელის კედელზე, მას შეუძლია ამის შესახებ Facebook-ის ადმინისტრაციას შეატყობინოს და მისი სპეციალისტები პოსტს განიხილავენ. თუ აღმოჩნდება საფუძველი შეშფოთებისთვის, პოსტი ავტორს მიუვა შეტყობინება, რომ სოციალურ ქსელში შესვლის მომავალ ჯერზე მას დახმარების შესაძლებლობა ექნება.
„გამარჯობა, მეგობარი ფიქრობს, რომ შენ შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს შეეჯახე და გვთხოვა შენი ცოტა ხნის წინანდელი პოსტი გვენახა“, - ნათქვამია ასეთ შეტყობინებაში.
„ხშირად, მეგობრებმა და ოჯახმა, სიტუაციაზე დაკვირვებისას, არც იციან რა გააკეთონ. ისინი შეწუხებული არიან, მაგრამ ეშინიათ რაღაცის თქმის, რათა არ გააუარესონ სიტუაცია. ფსიქიკური დაავადებები და თვითმკველობაზე ფიქრი - ეს ის არის, რაზეც საზოგადოებაში არ ვსაუბრობთ“, - განაცხადა Facebook-ის კონტენტის სტრატეგმა ჰოლი ჰეტერინგტონმა.
ახალი სერვისი სოციალურ ქსელში აშშ-ში ხელისაწვდომი იქნება რამდენიმე კვირაში. შესაძლებელია, რომ ამ ფუნქციამ აშშ-ის ფარგლებს გარეთაც იმუშაოს.
„თუ ეს, თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს, მისი გაშვება ღირდა“, - წერენ კომენტარებში Facebook-ის მომხმარებლები.
მასალის გამოყენების პირობები