რუბრიკები
გარემოს დაცვის მინისტრი და გუბერნატორი მონადირეებს შეხვდნენ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი  და  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში  სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია  რეგიონის მონადირეებსა და მეთევზეებს ზუგდიდში შეხვდნენ. ელგუჯა ხოკრიშვილმა მონადირეებს ახალი ინიციატივა გააცნო. სამეგრელოს რეგიონში გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყობილ სანადირო მეურნეობას შექმნის. ამის  შემდეგ  ტერიტორია მონადირეთა ასოციაციას მართვის უფლებით  გადაეცემა. 1510358_442162259284082_262073762630338840_n

შეხვედრაზე მინისტრმა განმარტა, რომ  მონადირეების მიერ ტერიტორიის შერჩევის შემდეგ მას სპეციალისტებისა და ექსპერტების ჯგუფი შეისწავლის. ელგუჯა ხოკრიშვილის ცნობით, სპეციალურად სანადიროდ მოწყობილ ტერიტორიაზე შესვლა დადგენილი წესებით და კონტროლის დაცვით მოხდება, რაც უკანონო ნადირობის და გარემოსთვის ზიანის მიყენების ფაქტებს შეამცირებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მეთევზეებსა და მონადირეებს დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ სანადირო მეურნეობის შექმნაში თითოეული მათგანი აქტიურად იქნება ჩართული. ლევან შონიას თქმით, მონადირეებისა და მეთევზეების პრობლემებით წლების განმავლობაში არავინ დაინტერესებულა. გუბერნატორი მიიჩნევს, რომ სანადირო მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა სანადირო ტურიზმის განვითარებას  შეუწყობს ხელს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.