რუბრიკები
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების ახალი გამოცემების პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის არტ-გალერეაში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების  „თეთრი ბაირაღები“ და „HELLADOS“ ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გამომცემლობა "ინტელექტმა" მოაწყო.  "ეს არის ერთ-ერთი იშვიათი გამოცემა, რომელიც ფსიქოლოგიურად, შეიძლება გზა იყოს მწერლის პიროვნების, მისი პორტრეტის, შესაქმნელად“, - თქვა "ინტელექტის" მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ „HELLADOS“-ზე საუბრისას. მან „თეთრი ბაირაღებზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში ასევე შევიდა მწერლის ხელნაწერი ნამუშევრის ფრაგმენტები , ავტორის მეუღლის მიერ ნოდარ დუმბაძისთვის საპატიმროში გაგზავნილი ბარათები, პირადი მიმოწერა, მწერლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული, იურიდიული დოკუმენტები. შეხვედრას მწერლის ქალიშვილი მანანა დუმბაძე დაესწრო.   პრეზენტაციის ფარგლებში გამოიფინა მხატვარ დეა სოსელიას მიერ შესრულებული „HELLADOS” -ის ილუსტრაციული ნამუშევრები. ახალი გამოცემების პრეზენტაციის შემდეგ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი "დაბრუნება" გაიმართა.

სპექტაკლს  ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი მანანა დუმბაძე დაესწრო, რომელმაც მოიწონა სცენარის ავტორის, რეჟისორის და მსახიობების ნამუშევარი და აღნიშნა, რომ ნოდარ დუმბაძის პროზის მიმართ შემოქმედებითი ჯგუფის დამოკიდებულება სწორედ ისეთია, როგორიც, მისი თქმით, თავად ავტორს ჰქონდა წარმოდგენილი.

 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.