ლედი გაგამ ქალაქ ჩიკაგოში მდებარე მიჩიგანის ტბის გაყინულ წყალში გაცურა, საერთაშორისო ორგანიზაციის ”Special Olympics” მხარდასაჭერად და ფულადი რესურსების მოსაძიებლად. ორგანიზაცია სპორტულ შეჯიბრებებს აწყობს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.
ორგანიზატორების თქმით, მომღერლის გამოჩენა ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან ლედი გაგას ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ არავინ გაუფრთხილებია. ახალგაზრდა პოპ-ვარსკვლავმა და მსახიბმა ტეილორ კინიმ, ასევე იბანავა ტბის ყინულოვან წყალში.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა 4 500-მა ადამიანმა მიიღო და ჯამში 1 მილიონი დოლარი შეგროვდა. ტბაში წლის ტემპერატურა 0 გრადუსს არ აღემატებოდა.
მასალის გამოყენების პირობები