რუბრიკები
დისკუსია დევნილთა უფლებების გაძლიერებაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯეს“ ორგანიზებით და პრეზიდენტის რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა დისკუსია თემაზე -,,თანაბარი მიდგომები თანაბარი შესაძლებლობებისათვის“. შეხვედრის  მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე დევნილთა მიმართ ადგილობრივ მოსახლეობასთან თანაბარი მიდგომების დამკვიდრება, ასევე დევნილებისათვის  ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ორგანიზაცია ,,საუნჯეს“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ აღნიშნა,რომ  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში, დევნილთა პრობლემების  დაძლევის მიმართულებით განსხვავებული დამოკიდებულებაა, რაც უნდა გამოსწორდეს. 1509905_1048403065176064_7398664450697661076_n ,,ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პროგრამა თანაბრად ხელმისწვდომია ყველასათვის, იქნება ეს დევნილი თუ ადგილობრივი“, - განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელოს მუნიციპალიტეტების  გამგებლები, მერიის და გუბერნიის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა  სოციალური ფილმი  ,,თანაბარი  მიდგომები  თანაბარი შესაძლებლობებისათვის“, რომელიც  პროექტის ,,სინერგია - დევნილთა გაძლიერება მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით" ფარგლებში გადაიღეს.  პროექტი ხორციელდება  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მიერ, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.