ზუგდიდის საკრებულოს წევრი - შამგონის მოსახლეობა დაპირებების შესრულებას ითხოვს (ვიდეო)
17:19 / 02.03.2015
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შამგონის მაჟორიტარმა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ზაზა ხუბუამ სოფლის მოსახლეობის სახელით, გამგებელის მიმართ პრეტენზიები გამოთქვა. მისი თქმით, ედიშერ თოლორაია თავს არიდებს მისი სოფლის მაცხოვრებლებთან შეხვედრას და არც მიცემულ დაპირებებს ასრულებს. დღევანდელ სხდომას სოფელ შამგონის რამდენიმე მკვიდრიც ესწრებოდა.
"აქ მოსვლისას სულ გვატყუებს. როდის დამთავრდება ეს ტყუილების სერიალი. თავის კაბინეტში კაციშვილს არ ღებულობს. წელიწადნახევარია არჩეულია და მას მოსახლეობა არ იცნობს", - განაცხადა ზაზა ხუბუამ სხდომაზე.
აღნიშნული განცხადებებისა და საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია სოფელ შამგონის რამდენიმე მკვიდრს, ზაზა ხუბუასთან ერთად, თავის კაბინეტში შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზაზა ხუბუამ და მისმა თანასოფლელებმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ხუბუას არც თავის განცხადებებთან დაკავშირებით გაუკეთებია რაიმე განმარტებები. შესაბამისად, ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა, თუ რას გულისხმობდა "ქართული ოცნების" დეპუტატი "შეუსრულებელ დაპირებებში".
შეხვედრის დეტალებზე პასუხის გაცემა ასევე არ ისურვა საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღურწკაია ზაზა ხუბუას ბრალდებებს გაუგებარს უწოდებს.
"იმის თქმა, რომ გამგებელი ედიშერ თოლორაია მოსახლეობას არ იღებს, არის დიდი ტყუილი. გამგებელი მიღების დღეების გარდა, მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმშიც ხვდება. რაც შეეხება, ხუბუას განცხადებებს დაპირებებთან დაკავშირებით, ჩვენთვის უცნობია კონკრეტულად რას გულისხმობდა იგი. გარდა ამისა, გამგებელს სოფელში თავისი წარმომადგენელი ჰყვას და მოსახლეობის პრეტენზიებისა თუ მოსაზრებების შესახებ მას ინფორმაცია ყოველთვის აქვს. შამგონასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია თუ წერილი გამგეობაში არ შემოსულა", - აცხადებს მაია ღურწკაია.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები