ინგრედიენტები:
ფქვილი 1 კგ
საფუარი 10 გ
წყალი 500 მლ, დაახლოებით
მარილი 1 ჩ.კ
გულსართისთვის:
სოკო 1 კგ
ბრინჯი 100 გ
ხახვი 2 ცალი
ოხრახუში
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
საფუარი გავხსნათ თბილ წყალში, ფქვილს შევურიოთ მარილი და ზეთი. მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ ამოსასვლელად 1-2 საათი.
მოვხარშოთ ბრინჯი ორმაგი რაოდენობის წყალში.
პარალელურად მოვშუშავთ სოკოს და ხახვს. დავუმატებთ მოხარშულ ბრინჯს, ოხრახუშს, მარილს, პილპილს და ავურევთ.
ცომისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები, გავაბრტყელოთ, ჩავდოთ გულსართი და გამოვაცხოთ ღუმელში ან ტაფაზე, როგორც ხაჭაპურები.
მასალის გამოყენების პირობები