მერილ სტრიპი ახალი დოკუმენტური სურათის მონაწილე გახდება და აფრიკელ ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოგვიყვება. მსახიობი ფილმს ადამ ფრიდმენსა და იენ კენედისთან ერთად გადაიღებს. სტრიპი ამბის მთავარი მთხრობელი იქნება.
“იყვირე გლადი გლადი” უმეტესწილად ფისტულაზე მოგვიყვება, რომელიც ჯანმრთელ ქალებს აიძულებს, საზოგადოებიდან გაირიყონ. სურათი ენ გლოუგის მიერ დაფუძნებულ ფონდთან თანამშრომლობით შეიქმნება და მათთან ერთად გვამოგზაურებს კენიაში, მალავისა და სხვა ქვეყნებში, სადაც მთავარი გმირი ქალების ისტორიებს გავეცნობით.
დოკუმენტურ ფილმში მელინდა გეიტსი და ნობელის პრემიის ლაურეატი უოულ სოინკაც გამოჩნდებიან.
როგორც ნამუშევრის შემქმნელები ამბობენ, აფრიკაში ფისტულას მსხვერპლი 2 მილიონზე მეტი ქალი ცხოვრობს და წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი დედა ან მშობიარე იღუპება მაშინ, როცა მათი გადარჩენა სავსებით შესაძლებელია.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დამთავრდება სურათზე მუშაობა და როდის იხილავს მას მაყურებელი.
მასალის გამოყენების პირობები