ფონდი „იავნანა“ საქველმოქმედო კონცერტს „დედის დღე“ მართავს, რომელშიც ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი და ფონდ „იავნანას“ მეგობრები - ნატო მეტონიძე, ანიტა რაჭველიშვილი და ანსამბლი ”შვიდკაცა” მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ყოველ 3 მარტს ფონდი ”იავნანა” საზოგადოებას სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას თხოვს, წელს კი პირველად, მარათონი ოჯახური სითბოს გარეშე დარჩენილ, მოხუცთა თავშესაფარის ბინადარ დედებს მიეძღვნებათ.
მარათონის მიზანია სახელმწოფოსთან, საზოგადოებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დაუმონტაჟდეს თავშესაფარს ცენტრალური გათბობის სისტემა და ასევე შეახსენოს ყველას, რომ საზოგადოება იმით ფასდება, თუ როგორ ექცევა ის განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს.
მასალის გამოყენების პირობები