ჯესიკა ბილი დღეს იუბილარია. ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი 33 წლის გახდა.ჯერ კიდევ 12 წლის ჯესიკამ მონაწილეობა მიიღო მოდელების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაში, სადაც ის ერთ-რთმა სამოდელო სააგენტომ შეამჩნია და სამუშაოდ მიიწვია. ფოტომოდელად მუშაობის პერიოდში ბილმა მთავარი როლი შეასრულა მცირებიუჯეტიან ფილმში ”ეს ციფრული სამყაროა”, რომელიც სამწუხაროდ ეკრანებზე არ გამოვიდა.
რამდენიმე წარუმატებელი კინოსინჯების შემდეგ, დამწყები მსახიობი ერთ-ერთ მთავარ როლზე დამტკიცეს სერიალში ”მეშვიდე ცა”, რომელიც ტელეეკრანებზე 1996 წელს გამოვიდა, გადაღებები 11 წელი გრძელდებოდა და ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ოჯახურ დრამად იქცა. პირველი კინოროლისთვის მსახიობმა Young Artist Award-ის პრემია მიიღო, 2000 წელს კი, ბილმა განაცხადა რომ დაიღალა წესიერი გოგონების როლებით და ჟურნალის ”Gear” გარეკანისთვის ნახევრად შიშველი ფოტოები გადაიღო.
წარმატება მსახიობს მოუტანა ფილმებმა ”ილუზიონისტი” და ”წინასწარმეტყველი”, სადაც ის პარტნიორობას უწევდა ედვარდ ნორტონსა და ნიკოლას კეიჯს. ბილი განსაკუთრებით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2012 წლიდან, როცა მუსიკოს ჯასტინ ტიმბერლეიკზე დაქორწინდა. წყვილი 5 წლის მანძილზე ხვდებოდა ერთმანეთს, ამა წლის იანვარში კი ცნობილი გახდა. რომ ვარსკვლავური წყვილი შვილს ელოდება. ჯესიკამ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გვარიც შეიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები