ეს დღესასწაული უკვე 100 წლიან ისტორიას ითვლის, თუმცა მისი საწყისი ძველი ბერძნული მითოლოგიიდან იღებს სათავეს. დედის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მარტის მერე ნახევარში აღნიშნავენ. მაგალითად უკრაინაში, ესტონეთში დანიაში, გერმანიასა და სქვა ქვეყნებში.
განსხვავებით ქალთა დღისგან, ეს დღე მხოლოდ დედებს და ორსულებს ეძღვნება. ისტორიულად ის მე-17 საუკუნის ბრიტანეთსაც უკავშირდება. ამერიკაში კი ამ დღის აღნიშვნის მთავარი ინიციატორი ცნობილი პაციფისტი ჯულია ვორდ ჰოუვია, რომელმაც 1872 წელს ეს იდეა საჯაროდ გაახმაურა. დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში ამერიკელმა ანა ჯერვისმა, რომელის დედაც ნაადრევად დაიღუპა და რომლის წერილებიც ყველა სახელმწიფო უწყების მისაღებში აღმოჩნდა. ანა ითხოვდა, მისი და ყველა გარდაცვლილი დედის საპატივცემულოდ ეს დღე განსაკუთრებულად აღენიშნათ. ოფიციალურად კი, დედის დღის აღნიშვნა შტატებში 1914 წელს დაიწყეს, რასაც მხარი 23-მმა ქვეყანამ დაუჭირა.
ამ დღესასწაულის მთავარი აქსესუარი ამერიკასა და ავსტრალიაში არის სპეციალური გულსაბნევი, რომლის ფერიც განსაზღვრავს ცოცხალია თუ არა დედა.
როგორიც არ უნდა იყოს ისტორია, ფაქტია, ეს დღე ყველაზე ემოციური, ლამაზი და პოზიტიური დღესასწაულია.
მასალის გამოყენების პირობები