მელოდრამის „გრეის 50 ელფერი“ ორ სიკველში მონაწილეობისთვის ჯეიმი დორნანი საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს. 32 წლის მსახიობი, რომელმაც გახმაურებულ ფილმში მთავარი როლი შეასრულა, ჭორების მიხედვით სიკველში მონაწილეობაზე უარის თქმას აპირებდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ის ამას, მაინც, დათანხმდა. ჩანს, რომ აზრის შეცვლის მიზეზი ფული გახდა: დორნანი სურთის „გრეის 50 ელფერი“ ორ სიკველში მონაწილეობისთვის 4,5 მილიონ ფუნტ სტერლინგს – ან უფრო გასაგებად რომ ვთქვათ თითქმის 7 მილიონ დოლარს მიიღებს.
მსახიობის ერთ-ერთი ახლო მეგობრის თქმით, სტუდია Universal-მა ჯეიმის იმხელა თანხა შესთავაზა, რომ მან უარის თქმა ვერ შეძლო. „მას ეშინოდა, რომ ერთი როლის მსახიობი გახდებოდა და ეს მის კარიერას დაანგრევდა. ამის გამო ის მზად იყო გადაღებების გაგრძელებაზე უარი ეთქვა და ამ პროექტისთვის თავი დაენებებინა. შემდეგ კი Universal-ის ბოსებმა მას საოცარი შემოთავაზება გაუკეთეს“.
ამავე თემაზე:
ჯეიმი დორნანმა „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ სიქველში მონაწილეობაზე უარი თქვა
მასალის გამოყენების პირობები