ლონდონში, მოდის კვირეული გაიმართა, სადაც მონაწილეობას ქართველი დიზაინერებიც იღებდნენ. ლელა ელოშვილმა, ლაშა დევდარიანმა და სალომე თოთლაძემ თავიანთი კოლექციები სამხატვრო აკადემიის ლაბირინთებში წარმოადგინეს.
წელს მსოფლიოს 100 საკონკურსო ქვეყნიდან მონაწილეობის უფლება 15-მა საუკეთესომ მოახერხა და მათ შორის აღმოჩნდა საქართველოც. გამოფენაში მონაწილე 15 ქვეყნიდან სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები დაასახელა. წელს ფავორიტი კოლუმბიელი დიზაინერი გახდა, ქართველები კი საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველები ამ ღონისძიებაზე უკვე მეორედ მიიწვიეს.
მასალის გამოყენების პირობები