რუბრიკები
დარიჩინის რულეტები
რეცეპტის ინგრედიენტები: 3/4 ჭიქა რძე 55 გრამი მარგარინი 3 მთელი 1/4 ჭიქა ფქვილი 7 გრამი საფუარი 1/4 ჭიქა შაქარი 1/2 ჩაის კოვზი მარილი 1/4 ჭიქა წყალი 1 ცალი კვერცხი 1 ჭიქა ყავისფერი შაქარი 1 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი 1/2 ჭიქა მარგარინი 1/2 ჭიქა ქიშმიში(სურვილისამებრ*) მომზადების წესი: 1. პატარა ქვაბში ჩაასხით რძე და შეათბეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ბუშტუკებს არ გაიკეთებს. ჩაუმატეთ მარგარინი ან კარაქი(ოთახის ტემპერატურის) და ურიეთ, სანამ არ გადნება. გადმოდგით ცეცხლიდან და აცალეთ, რომ შეგრილდეს. 2. ამასობაში კი დიდი ზომის თასში ერთმანეთს კარგად შეურიეთ(გამოიყენეთ ხის კოვზი) 2 მთელი 1/4 ჭიქა ფქვილი, შაქარი, მარილი და მშრალი საფუარი. შემდეგ ჩაუმატეთ წყალი, კვერცხი, ნელთბილი რძის მასა და მოურიეთ. ჩაუმატეთ დარჩენილი ფქვილის ნახევარი, კარგად მოურიეთ; ჩაუმატეთ მეორე ნახევარი და კვლავ მოურიეთ. როგორც კი ცომი შეიკვრება, გადაიტანეთ ის ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და ზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოათავსეთ ცომი ჯამში, გადააფარეთ ნესტიანი ტილო და დაასვენეთ 10 წუთით. 3. ამასობაში კი მცირე ზომის თასში კარგად გათქვიფეთ ყავისფერი შაქარი დარიჩინთან და დარბილებულ მარგარინთან/კარაქთან ერთად. თუ გამოსაცხობად მაფინების ფორმას იყენებთ, მაშინ ის დროა მაფინების 12-ჭიქიან ფორმას ცხიმი მოაცხოთ. 4. გააბრტყელეთ ცომი 22×30სმ. ზომის ოთხკუთხედად და თანაბრად გადაანაწილეთ მასზე დარიჩინის მასა. სურვილისამებრ* მოაფრქვიეთ ქიშმიშიც, ნიგოზიც. გადაახვიეთ რულეტი და თითით დააწექით ცომის კიდეებს, რომ მიეკრას. მჭრელი დანის გამოყენებით დაჭერით თანაბარი ზომის 12 ნაჭრად. ჰორიზონტალურად მოათავსეთ ისინი მაფინების ჭიქებში ან თუ საცხობ ლანარზე აცხობთ, მაშინ მჭიდროდ დაალაგეთ ერთმანეთთან. გადააფარეთ ნესტიანი ტილო და გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთით, სანამ მოცულობით არ გაორმაგდება. გააცხელეთ ღუმელი 190C გრადუსზე. 5. დადეთ ფორმა საცხობ ლანგარზე(ასე ღუმელს დაიცავთ ნაწვეთებისგან) და აცხვეთ რულეტები 20 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეყავისფერდება. ამოიღეთ ფორმიდან და გემრიელად მიირთვით სანამ გაცივდება!
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.