რუბრიკები
ესტლის ამფითეატრი: პირველი ოფიციალური ცირკი
მსოფლიოს კულტურულ ცხოვრებაში ცირკი განსაკუთრებულ როლს იკავებს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და საოცარ სანახაობას წარმოადგენს. უხსოვარ წარსულში მსახიობები მაყურებლისთვის სხვადასხვა სახის ნომრებს წარმოადგენდნენ, რომლების ცირკის ერთგვარ წინაპრადაც შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა ოფიციალურად პირველი ცირკის გახსნა მოგვიანებით მოხდა. 1770 წელს ინგლისის სამხდერო სამსახურიდან დაბრუნებულმა მსუბუქი ქვეითი ბატალიონის უფროსმა სერჟანტმა ფილიპ ესტლიმ ბაგირზე სვლის შემსწავლელი სკოლა დააარსა. ამასთან ის თოკზე სვლის დემონსტრირებასაც ახდენდა. ასევე იმართებოდა შოუ ცხენების მონაწილეობით. ოდნავ მოგვიანებით აღნიშნული სპორტულ-აკრობატული სანახაობის მოსაწყობად სპეციალური შენობა ააშენეს, რომელსაც “ესტლის ამფითეატრი” ერქვა. შენობას მრგვალი სცენა ჰქონდა და ორკესტრიც ყავდა. სწორედ ეს გახლავთ პირველი ოფიციალური ცირკი. 1777 წლის 4 აგვისტოს ევროპაში პირველად თეატრალური წარმოდგენები დაიწყო. “ესტლის ამფითეატრში” თავიდანვე თითქმის ყველა ნომერს აჩვენებდნენ, რომლის ნახვაც თანამედროვე ცირკში შეიძლება. ამის მიუხედავად მსოფლიოს პირველ ცირკში პროგრამას ყოველწლიურად ახალ ნომრებს ამატებდნენ. იდგმებოდა ისტორიულ სიუჟეტებზე აგებული სპექტაკლები და მელოდრამები, იხვეწებოდა აკრობატული ნომრები და რაც მთავარია გაჩნდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გმირი ჯამბაზი. ინგლისელი უფროსი სერჟანტი ფილიპ ესტლი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მსოფლიოში პირველი ცირკი გახსნა და მაყურებელს საცირკო ნომრები შეთავაზა. “ესტლის ამფითეატრი” იმდენად პოპულარული იყო, რომ მისი ფილიალები თავდაპირველად ინგლისის კიდევ ორ ქალაქში, მოგვიანებით კი, 1782 წელს პარიზშიც გაიხსნა.   -
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.