რუბრიკები
სტივენ სპილბერგის ახალ ფილმს სათაური შეურჩიეს
სტივენ სპილბერგის ახალ გახმაურებულ ფილმს სახელი დაარქვეს! უკვე საკმაოდ დიდი ხანია, სურათს “ცივი ომის უსათაურო თრილერად” მოიხსენიებენ. დღეს კი პროდუსერმა მარკ პლატმა გვაცნობა, რომ ნამუშევარს “ჯაშუშთა ხიდი” ერქმევა! სახელი დაკავშირებულია ბერლინის ხიდთან, რომელიც ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ტყვეების გასაცვლელად გამოიყენებოდა. ჯოელ და ეთან კოენების სცენარის მიხედვით გადაღებულ დრამაში მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს. სიუჟეტი მოგვითხრობს ჯეიმს დონოვენის ნამდვილ ამბავს. საუბარია ადვოკატზე, რომელიც ცივი ომის პერიოდში CIA-ის საიდუმლო სამსახურში მუშაობდა. სასიამოვნო და ნამდვილად აღსანიშნავი ინფორმაციაა ისიც, რომ ახალ ფილმს მუსიკალურად ჯონ უილიამსი გააფორმებს! ეს მისი და სპილბერგის რიგით 27-ე თანამშრომლობა იქნება. “ჯაშუშთა ხიდში”, ტომ ჰენკსის გარდა, ემი რაიანი, მარკ რაილენსი, ალან ალდა, ოსტინ სტოუელი და ბილი მაგნუსენი მიიღებენ მონაწილეობას. სურათის პრემიერა კი მიმდინარე წლის 16 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.