რუბრიკები
ბიჭვინთის მოსახლეობა მათ აკვატორიაში უცხოური თევზსაჭერი გემების შესვლას აპროტესტებს
ოკუპირებულ აფხაზეთში ქალაქ ბიჭვინთისა და სოფელ ლიძავას მოსახლეობა დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართავს, უცხოურ თევზსაჭერ გემებს გაგრის რაიონის აკვატორიაში შესვლა და თევზაობა აუკრძალონ.

ლიძავას მკვიდრის, საიდ გოჭუას თქმით, იმის გამო, რომ კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სათანადო კონტროლი არ ხორციელდება, თევზჭერამ მათ აკვატორიაში სტიქიური და ბრაკონიერული ხასიათი მიიღო. "ჩემი და თქვენი ხელმძღვანელი ჩინოვნიკების უქნარობის გამო ეკოლოგიას სერიოზული ზიანი ადგება, ფლორა და ფაუნა ნადგურდება და იღუპება, თევზის რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, ზღვაში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტები ნაპირებზე გადმოდის ” - განუცხადა აფხაზურ გამოცემებს გოჭუამ.

მან ჟურნალისტების მეშვეობოთ, ბიჭვინთისა და ლიძავას მოსახლეობის სახელით კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, აფხაზეთის ნაპირებზე უცხოური თევზსაჭერი გემებისთვის თევზჭერის ნებართვის გაცემა შეწყვიტოს. "ჩვენი სანაპიროს სისუფთავე პირდაპირ აისახება ჩვენს შემოსავალზე. სწორედ იმაზე, რომლისგანაც ტურისტული სეზონის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შედის.” - აღნიშნა საიდ გოჭუამ.

1013288722

  განცხადებას იმის შესახებ, თითქოს აფხაზეთის საზღვაო აკვატორიაში თევზჭერის პროცესი სტიქიურ და ბრაკონიერულ ხასიათს ატარებს, უსაფუძვლოს უწოდებს დე ფაქტო აფხაზეთის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მურმან სოლომკო.  მან „სპუტნიკ აფახაზიას“ განუცხადა, რომ ის თევზსაჭერი გემები, რომლებიც აფხაზეთის აკვატორიაში ახორციელებენ თევზჭერას, სასაზღვრო, საპორტო და საბაჟო უწყებების წარმომადგენელთაგან შემდგარი კომისიის მკაცრ კონტროლს გადიან. სოლომკოს თქმით, დე ფაქტო აფხაზეთის საწარმოები, საკუთარი ფლოტის უქონლობის გამო, იძულებულნი არიან უცხოური თევზმჭერი გემები დაიქირავონ.  ეკოლოგი თვლის, რომ ქაფშიას სამრეწველო მიზნით თევზჭერა ვერ დაარღვევს აფხაზეთის აკვატორიის ეკოლოგიურ ბალანსს. ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის მონაცემებით, თევზჭერის სეზონზე აფხაზეთის აკვატორიაში დაახლოებით 110 ათასი ტონა ქაფშია (ხამსა) შედის, რომელთაგან ხოლოდ 40 %-ს დაჭერაა ნებადართული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.