რუბრიკები
სახელმწიფო რწმუნებულმა ჩხოროწყუში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. გუბერნატორი, რეგიონული პროექტების მართვის სამსახურის უფროსთან დათო კოდუასთან, ჩხოროწყუს გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზუგდიდის ქუჩაზე სანიაღვრე არხებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. ლევან შონიას განცახდებით, მშენებელი კომპანია სამუშაოებს ხარისხიანად ასრულებს, მაგრამ მშენებლობის ტემპი შენელებულია და საჭიროა სამშენებლო კომპანიამ ტემპი გაზარდოს, რათა ობიექტების მშებელობა დროულად დასრულდეს. სანიაღვრე არხების მშენებლობის პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და მისი მოწყობა 1600 მეტრზე მიმდინარეობს.ობიექტზე სამუშაოები 1 თებერვალს დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა 30 ივნისს უნდა დასრულედეს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 274 564 ლარია გამოყოფილი. საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, რომელიც მუნიციპალიტეტის ცენტრში მიმდინარეობს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 414 999 ლარი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოები 2 დეკემბერს დაიწყო და 7 სექტემბერს უნდა დასრულდეს. ჩხოროწყუში, გარახის უბანში მდებარე მშენებარე საბავშო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 222 221 ლარი იხარჯება. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 30 მაისს უნდა დასრლდეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.