სულ რამდენიმე კვირის წინ დაადასტურეს კრიშტიანუ რონალდუმ და ირინა შეიკმა თავიანთი დაშორების შესახებ, მაგრამ სუპერმოდელმა ექს-შეყვარებულს უკვე უპოვა შემცვლელი. ჭორების მიხედვით, მისი ახალი რჩეული fashion -ჟურნალისტი და Harper’s Bazaar-ის რედაქტორი დერეკ ბლასბერგია.
თავის Instagram-ზე ირინამ დადო წინა ღამის სურათი, რომელზეც ის დერეკთან ერთად ძალიან ბედნიერად გამოიყურება –
ჩანს, რომ წყვილმა, ნამდვილად, ძალიან ადვილად იპოვა საერთო ენა. თუმცა, ასევე რეალურია, რომ ჭორები ახალი რომანის შესახებ- ჭორებად დარჩეს: ბლასბერგს fashion-სამყაროს წარმომადგენლებთან, ზოგადად, კარგი ურთიერთობა აქვს (ბოლოს და ბოლოს fashion-კრიტიკოსია, და ვალდებულია ასეც მოიქცეს) და ამიტომ მას მოდელებთან და მსახიობებთან რომანს ხშირად აწერენ.
მასალის გამოყენების პირობები