რუბრიკები
არექოლოგებმა იპოვეს სახლი, რომელშიც შესაძლოა იესო გაიზარდა
ბრიტანელმა არქეოლოგებმა, რომლებიც ისრაელის ქალაქ ნაზარეთში მუშაობდნენ, დაასრულეს იმ ადგილის შესწავლა, სადაც, მათი აზრით, იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა. ურთულესი გათხრების შედეგად, რომელიც 9 წელი გრძელდებოდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს სახლი, სადაც სავარაუდოდ მაცხოვარი გაიზარდა. სად უნდა ეძებათ მარიამისა და იოსების საცხოვრებელი, მეცნიერები ამის შესახებ, ჯერ კიდევ, XIX საუკუნეში წერდნენ, მაგრამ 2006 წლამდე მათი მოსაზრებების გადამოწმებას ვერავინ ბედავდა. ბრიტანელმა მეცნიერმა კენ დარკმა, ჟურნალ Biblical Archeology Review გამოაქვეყნდა სტატია, სადაც აღწერა არქეოლოგიური გათხრების მსვლელობა და შედეგები. ფოტოებზე, რომელიც მეცნიერმა სტატიას დაურთო, ჩანს ქვის კედლები, რომელიც კირქვის გორაზეა გამოთლილი. დარკის ვარაუდით, აღმოჩენილი ქოხის ნარჩენები, ჩვ.წ.აღ. პირველ საუკუნით თარიღდება. "იესოს ბავშვობაზე ცოტა რამ არის ცნობილი. მიჩნეულია, რომ გატაცებული იყო საღვთო წერილით და სადურგლო საქმეში შესაძლებლობებს ავლენდა," დასძინა კენ დარკმა. "რამდენად სწორია ჩვენი ვარაუდი, ამას დრო გავიჩვენებს. სამუშაო ჯერ არ დასრულებულა", განაცხადა მეცნიერმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.