ბრიტანელმა არქეოლოგებმა, რომლებიც ისრაელის ქალაქ ნაზარეთში მუშაობდნენ, დაასრულეს იმ ადგილის შესწავლა, სადაც, მათი აზრით, იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა.
ურთულესი გათხრების შედეგად, რომელიც 9 წელი გრძელდებოდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს სახლი, სადაც სავარაუდოდ მაცხოვარი გაიზარდა.
სად უნდა ეძებათ მარიამისა და იოსების საცხოვრებელი, მეცნიერები ამის შესახებ, ჯერ კიდევ, XIX საუკუნეში წერდნენ, მაგრამ 2006 წლამდე მათი მოსაზრებების გადამოწმებას ვერავინ ბედავდა.
ბრიტანელმა მეცნიერმა კენ დარკმა, ჟურნალ Biblical Archeology Review გამოაქვეყნდა სტატია, სადაც აღწერა არქეოლოგიური გათხრების მსვლელობა და შედეგები. ფოტოებზე, რომელიც მეცნიერმა სტატიას დაურთო, ჩანს ქვის კედლები, რომელიც კირქვის გორაზეა გამოთლილი. დარკის ვარაუდით, აღმოჩენილი ქოხის ნარჩენები, ჩვ.წ.აღ. პირველ საუკუნით თარიღდება.
"იესოს ბავშვობაზე ცოტა რამ არის ცნობილი. მიჩნეულია, რომ გატაცებული იყო საღვთო წერილით და სადურგლო საქმეში შესაძლებლობებს ავლენდა," დასძინა კენ დარკმა.
"რამდენად სწორია ჩვენი ვარაუდი, ამას დრო გავიჩვენებს. სამუშაო ჯერ არ დასრულებულა", განაცხადა მეცნიერმა.
მასალის გამოყენების პირობები