„ის, რაც დღეს ზუგდიდის საკრებულოში მოხდა არის პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების ქმედებები. მე მესმის ბატონი თოდუასი რომ ძალიან ცუდ დღეშია ჩავარდნილი და არც პოლიტიკური, არც პროფესიონალური და არც ადამიანური რესურსი არ ყოფნის საკუთარ თავში სახელმწიფოებრივად იაზროვნოს, თუმცა კი ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა.
მკაფიოდ ვაცხადებ, რომ "ზუგდიდის განვითარების ცენტრი" გამიჯნულია ნებისმიერი პატრიული გავლენისგან, ფრაქციისგან თუ პოლიტიკური პირისგან. ეს არის მოხალისეობრივი პროექტი, რომელის ერთადერთი მიზანი უფასო განათლების ხელშეწყობაა. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც თანაგრძნობით ეკიდება "ზუგდიდის განვითარების ცენტრის" ირგვლი ატეხილ აჟიოტაჟს და უსამართლობას, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახროციელებს 1300 მსმენელზე, მაგრამ ნებისმიერი ასეთი ფაქტი, როგორიცაა საკრებულოში ჩხუბი პირადაპირ ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს რომლებსაც ბავშვებს ცენტრში ვუნერგავთ: სიყვარულს, წინსვლას, განათლებას, პატრიოტიზმს, ერთობას, სოლიდარობას.
მასალის გამოყენების პირობები