ინგრედიენტები:
კარტოფილი 700 გ
სოკო 400 გ
ნიორი 2 კბილი
არაჟანი 300 გ
მარილი და პილპილი
ოხრახუში
მომზადების წესი:
გათლილი, გარეცხილი კარტოფილი თხელ ფირფიტებად დაჭერით, კიდევ გაავლეთ ცივ წყალში და პირსახოცზე შეაშრეთ. შეწვით საშუალო ცეცხლზე, ცოტაოდენ ზეთში, დარბილებამდე. შემდეგ დაამატეთ ნიორი და არაჟანი. დაბალ ცეცხლზე განაგრძეთ მზადება რამდენიმე წუთი.
კარტოფილის მომზადების პარალელურად, მეორე ტაფაში შეწვით დაჭრილი სოკო, შემდეგ შეურიეთ მზა კარტოფილს და მოაყარეთ მწვანილი, მარილი და პილპილი
მასალის გამოყენების პირობები