გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხაიშის ტყის ფონდის ტერიტორიაზე ჯამში 25 კუბური მეტრი წაბლის, ნაძვისა და სოჭის ჯიშის ხე-მცენარე უკნანონოდ გაიჩეხა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. ვინაიდან ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამართალდამცავ ორგანოებს.
მასალის გამოყენების პირობები