რუბრიკები
დევნილთა სამინისტრომ სოფელ ბაშში 5 სულიან ოჯახს სახლი გადასცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში ბელქანიების 5 სულიან ოჯახს ახალსახლობა მიულოცეს. ბელქანიებს დევნილთა სამინისტრომ პროექტს „სახლი სოფლად“ ფარგლებში 2 სართულიანი სახლი შეუძინა. ოჯახს საკუთრებაში სახლთან ერთად თხილისა და ფეიხოას პლანტაციები გადაეცათ. სოზარ სუბარმა პროექტს წარმატებული უწოდა და ბელქანიებს ახალსახლობა მიულოცა. 11000828_943036222374770_1003413402_o გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ პროგრამას „სახლი სოფლად“ მნიშვნელოვანი და დროული უწოდა და მინისტრ სოზარ სუბარს მადლობა გადაუხადა. კობა ქანთარიას განცხადებით, ყველაზე მეტი სახლი სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში სწორედ სამეგრელოს რეგიონში შეიძინა, რაც მეტად სასიხარულოა. ვიცე-გუბერნატორის განმარტებით, დევნილებს შემოსავალი და საზრდო ექნებათ. სოზარ სუბარის უწყება პროგრამის ფარგლებში დევნილთათვის სახლების შეძენას კვლავ გეგმავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.