ემილ ჰირში და ბრაიან კოქსი ახალ თრილერში გაერთიანდებიან. “ჯეინ ჯოუს გაკვეთა” – ასე ერქმევა ანდრე ოვრედალის ნამუშევარს, რომლის გადაღებებიც ლონდონში თვის ბოლოს დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ემილ ჰირში 15 მარტს სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. მსახიობს ბრალს ქალზე “თავდასხმაში” სდებენ :) სავარაუდოდ, სწორედ განაჩენის შემდეგ დაიწყებენ ფილმის გადაღებას.
“ჯეინ ჯოუს გაკვეთის” პროდუსერები ფრედ ბერგერი და ერიკ გარსია იქნებიან. სცენარი კი იან გოლდბერგსა და რიჩარდ ნენგს ეკუთვნით.
მასალის გამოყენების პირობები