რუბრიკები
თურქეთის ელჩი ვიცე-გუბერნატორს და ზუგდიდის მერს შეხვდა
თურქეთის ელჩი ლევენთ გუმრუქჩუ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს კობა ქანთარიას, ზუგდის მერს ირაკლი გოგოხიას და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს დათო კოდუას შეხვდა. ლევენთ გუმრუქჩუს რეგიონის პოტენციალი ვიცე-გუბერნატორმა გააცნო. კობა ქანთარიამ ელჩთან საუბარში აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით,  საინვესტიციო გარემო საქართველოში გაუმჯობესდა. ზუგდიდში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ელჩს ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია ესაუბრა. „ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენ ვერ შევქმნით სამუშაო ადგილებს, მაგრამ ჩვენ ვუწყობთ ხელს ბიზნესმენებს, რომ მათ ჩადონ ინვესტიციები და დაასაქმონ ადგილობრივი მოსახლეობა", - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ. ლევენთ გუმრუქჩუმ შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ თურქ ინვესტორებს მხარს დაუჭერს, რათა ისინი ჩვენს რეგიონში ჩამოვიდნენ ინვესტიციები განახორციელონ . "ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ თხილის წარმოებაში და ამ ბაზარზე თურქეთთან ერთად, წამყვან პოზიციაზე ხართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა ელჩმა. გარდა ამისა, თურქეთის ელჩმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა, სადაც  განაცხადა, 2016 წელს ანტალიაში, ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო გამოფენაზე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.