რუბრიკები
გიზო სართანიას ცემის ფაქტზე საქმე აღიძრა
ზუგდიდის გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას ცემის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის 125- ე მუხლით აღიძრა. ამ შესახებ რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. აღნიშნული მუხლი ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე გულისხმობს. შეგახსნებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიას თქმით, მას დღეს საკუთარ კაბინეტში, ქალაქ ზუგდიდის მერიის “კეთილმოწყობის ცენტრის” უფროსი მამუკა ციმინტია და მისი მოადგილე დიტო სოსელია თავს დაესხნენ. მისივე განცხადებით, თავდამსხმელები მას დახრჩობა უპირებდნენ და  მესამე სართულიდან გადაგდებით ემუქრებოდნენ. სართანია ფიქრობს, რომ მასზე პოლიტიკური თავდასხმა განხორციელდა. მისივე თქმით, ერთ-ერთი თავმდამსხმელი, მამუკა ციმინტია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას ქვისლია. გამგებლის მოადგილე სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.