რეცეპტის ინგრედიენტები:
4 ცალი კვერცხი
2 ჭიქა შაქარი
125 გრამი მარგარინი
125 გრამი ზეთი
150 გრამი არაჟანი
125 გრამი რძე
2 ცალი ვაშლი
ვანილი
3,5-4 ჭიქა ფქვილი
1 პაკეტი (18გრ) გამაფხვიერებელი
მომზადების წესი:
1. კვერცხი, შაქარი და ვანილი გავთქვიფოთ მიქსერით. ამას დავამატოთ ცეცხლზე გამდნარი მარგარინი, ზეთი, არაჟანი და რძეში გახსნილი გამაფხვიერებელი. ბოლოს დავამატოთ ფქვილი.
2. საცხობ ფორმას წავუსვათ მარგარინი, ძირშიც და გვერდებშიც. ათქვეფილ მასაში ჩავაჭრათ 2 ვაშლი, შემდეგ ჩავასხათ ის ფორმაში და ზემოდან მოვაწუწოთ ვაშლის ჯემი.
3. გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 40-45 წუთის განმავლობაში. რომ გაცივდება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
მასალის გამოყენების პირობები