პირველად სილამაზის კონკურსი ბელგიაში 1888 წლის 19 სექტემბრის თვეში გაიმართა. კონკურსი მონაწილეთა ფოტო-სურათების გადარჩევის ხერხით ჩატარდა. 350 ფოტოდან 21 ფინალისტი გამოარჩიეს. აღსანიშნავია, ის რომ ფართო პუბლიკის წინაშე სილამაზის კონკურსის მონაწილეები არ გამოჰყავდათ. წესების მიხედვით, ისინი განცალკევებულ შენობაში ცხოვრობდნენ და ავტომობილებით მალულად დაჰყავდათ. კონკურსის ბოლოს, ჯილდო 5 000 ფრანკი გვადელუპელმა - ბერტა სუკარემ მიიღო.
პირველი სილამაზის კონკურსი კი სადაც კონკურსანტები საცურაო კოსტუმებით გამოვიდნენ, სიდნეიში 1920 წელს ჩატარდა. მონაწილეებისათვის სცენა პლიაჟზე იყო მოწყობილი. კონკურსის მთავრი მიზანი კი, არა იმდენად ლამაზმანის გამოვლენა იყო, რამდენადაც საცურაო კოსტუმების პოპულარიზაცია.
რაც შეეხება ”მის მსოფლიოს” პირველ კონკურსს, იგი 1951 წელს ლონდონში გაიმართა. მასში მონაწილეობის სურვილი 30-მა მანდილოსანმა გამოთქვა, თუმცა მხოლოდ 5 ქვეყნიდან. სიახლე ამ კონკურსზე ის იყო, რომ მონაწილეები ბიკინებით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. ათასი ფუნტის ოდენობის ჯილდო, მის შვედეთმა კიკი ხააკონსმა მიიღო.
სილამაზის კონკურსებს შოკისმომგვრელი შემთხვევებიც ახსოვს, მაგალითად ისეთი როგორიც სქეს შეცვლილი მამრის ქალთა კონკურსზე გამოჩენაა. პირველი მამაკაცი რომელმაც ქალ მონაწილეთა შორის გამარჯვება მაიპოვა 24 წლის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი დამიან ტეილორი იყო. 1993 წლის 15 ივნისს ჩატარებულ კონკურსში დამიანმა 7 მანდილოსანს აჯობა და შედეგად, ტიტული ”მის ზამთარი” ხვდა წილად.
მასალის გამოყენების პირობები