ინფორმაცია ოფიციალურია: “ამერიკელი სნაიპერი” 2014 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სურათია! დიახ, მან მოახერხა და “შიმშილის თამაშების” მესამე ნაწილს გაუსწრო. ქრის კაილზე გადაღებულმა სურათმა ჯამში 337.2 მილიონი დოლარი დააგროვა მაშინ, როცა “კაჭკაჭჯაფარამ” 336.8 მილიონის გამომუშავება შეძლო. შესაბამისად, გასული წლის კინოგაქირავების ლიდერი სწორედ “ამერიკელი სნაიპერია”.
ფილმი, რომლის გადაღებაც 58.8 მილიონი დაჯდა, მოგვითხრობს სნაიპერზე, რომელმაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე მეტი მტერი გამოასალმა სიცოცხლეს. კლინტ ისტვუდის ამ ნამუშევარში მთავარ როლს ბრედლი კუპერი ასრულებს. სურათი ოსკარის ექვს ნომინაციაზე იყო წარდგენილი და მათგან მხოლოდ საუკეთესო მუსიკალური მონტაჟის კატეგორიაში გაიმარჯვა.
მასალის გამოყენების პირობები