ამერიკელი მსახიობი ალ პაჩინო თავის საყვარელ ქალზე 35 წლის მსახიობ ლუსილა სოლაზე ქორწინდება.
მსახიობმა ამ დღეებში ამერიკულ გამოცემა Total Film magazine-თან აღიარა, რომ სურს თავის საყვარელ ქალზე 35 წლის არგენტინელ მსახიობზე ლუსილა სოლაზე დაქორწინდეს. 74 წლის ალ პაჩინომ განაცხადა, რომ შესაძლოა ძალან მალე თაყვანისმცემლებმა მათი საქორწინო ცერემონია იხილონ.
ალ პაჩინო ლუსილა სოლას უკვე რამდენიმე წელია ხვდება. მან ერთობლივი ცხოვრებისთვის სახლიც კი შეიძინა. ამერიკელმა მსახიობმა აღიარა, რომ სიყვარულისა და ქორწინებისთვის ასაკობრივი ბარიერი არ არსებობს და ის პირველად ცხოვრებაში მზად არის ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგას.
ალ პაჩინო სამი შვილის მამაა. მას მსახიობ ჯენ ტარანტთან 25 წლის ქალიშვილი ჯული, 14 წლის ტყუპები - ვაჟიშვილი ანტონ ჯეიმსი და ქალიშვილი ოლივია როუზი კი - მსახიობ ბევერლი დ’ანჯელოსგან ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები