იმის მიუხედავად, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალებს ძალიან უყვართ და ის ბევრ მათგანს ეხმარება სიდაბლის კომპენსირება მოახდინოს და მამაკაცების ყურადღება მიიქციოს, ის შესაძლოა მისი ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საზიანო აღმოჩნდეს.
სტენდფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ მაღალი ქუსლის გამო ქალებს მამაკაცებზე ორჯერ უფრო მეტად აწუხებთ ოსტეოართრიტი.
აღსანიშნავია, რომ სახსრებისთვის საზიანოა ფეხსაცმელი, რომლის სიმაღლე 8-9 სანტიმეტრს შეადგენს, უფრო მაღალი ქუსლის შედეგად კი ოსტეოართრიტის განვითარების რისკი მატულობს.
მასალის გამოყენების პირობები