ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე მუშა ჯგუფი სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას შეუდგა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით ააიპ „საქართველოს მუზეუმების ასოციაციის" წარმომადგენლებმა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან, ვიცე-მერთან, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან და ასევე მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.
ცნობისთვის, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ" გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები