რეცეპტის ინგრედიენტები:
ორი ჭიქა (160გ) შვრიის ფანტელი (“გერკულესი”)
სამი მეოთხედი ჭიქა (165გ) ყავისფერი შაქარი
ნახევარი ჭიქა (60გ) ხორბლის მარცვალი
სამი მეოთხედი ჩაისკოვზი (2გ) დაფქვილი დარიჩინი
ერთი ჭიქა (125გ) ფქვილი
სამი მეოთხედი ჭიქა (125გ) ქიშმიში
სამი მეოთხედი ჩაისკოვზი (5გ) მარილი
ნახევარი ჭიქა (120მლ) თაფლი
ერთი ცალი კვერცხი
ნახევარი ჭიქა (120მლ) მცენარეული ზეთი
ორი ჩაის კოვზი (10მლ) ვანილის ექსტრაქტი
მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე. 22×33 სმ ზომის საცხობ ლანგარს ცხიმი მოაცხეთ.
2. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ შვრია, შაქარი, ხორბალი, დარიჩინი, ფქვილი, ქიშმიში და მარილი. ცენტრში ჩააღრმავეთ და ჩაასხით თაფლი, გათქვეფილი კვერცხი, ზეთი და ვანილის ექსტრაქტი. ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელით შეურიეთ. თუ ხელები ზეთიანი გექნებათ, მოზელვისას მასა ნაკლებად აგეკრობათ. ბოლოს, გადაიტანეთ საცხობ ლანარზე და დააბრტყელეთ.
3. აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. დატოვეთ 5 წუთით, რომ გაგრილდეს, შემდეგ დაჭერით და მიირთვით, სანამ თბილია. უკვე გაცივებულის დაჭრა ცოტა გაგიჭირდებათ.
მასალის გამოყენების პირობები