რუბრიკები
სიტყვა “ბანკი” იტალიურიდან მოდის და თარგმანში ფულის მერხს ნიშნავს.
ძველ დროში ბანკების ფუნქციას ადამიანები ასრულებდნენ. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბანკის პირველი წინაპრები ძველ ბაბილონსა და ასირიაში მოქმედებდა. ისტორიული მასალებიდან ირკვევა, რომ იმ დროს ასებობდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც სხვა ადამიანებს ფულს უნახავდა ან უცვლიდა. აღსანიშნავია, რომ დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით ამგვარი ოპერაციები გამოქვაბულებში, მიყრუებულ ადგილებში ან სულაც მიუდგომელ მთები ტარდებოდა. მიბარებული ფულის ადგილსამყოფელი კი მხოლოდ ფულის მფლობელმა და შემნახველმა ადამიანმა იცოდა. სხვა ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირველი ბანკები, კლასიკური გაგებით, იტალიაში, გენუასა და ვენეციაში უფრო მოგვიანებით, მე-14-15 საუკუნეებში გაჩნდა. თუმცა ისტორიული კვლევების შედეგად დამტკიცებული ცნობებით, თანამედროვე საბანკო სისტემასთან ყველაზე მიახლოებული ბანკი ინგლისში მე-17 საუკუნეში გაიხსნა. ინგლისის ბანკი კანონიერად 1694 წელს გაფორმდა და უკვე ამის შემდეგ დაიწყო კლიენტებისთვის ჩვეულებრივი საბანკო მომსახურების გაწევა. მოგვიანებით კი ინგლისში და მთლიან ევროპაში საბანკო მომსახურება პოპულარული გახდა, რამაც ბევრი სხვადასხვა ბანკის შექმნა განაპირობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.