ძველ დროში ბანკების ფუნქციას ადამიანები ასრულებდნენ. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბანკის პირველი წინაპრები ძველ ბაბილონსა და ასირიაში მოქმედებდა. ისტორიული მასალებიდან ირკვევა, რომ იმ დროს ასებობდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც სხვა ადამიანებს ფულს უნახავდა ან უცვლიდა. აღსანიშნავია, რომ დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით ამგვარი ოპერაციები გამოქვაბულებში, მიყრუებულ ადგილებში ან სულაც მიუდგომელ მთები ტარდებოდა. მიბარებული ფულის ადგილსამყოფელი კი მხოლოდ ფულის მფლობელმა და შემნახველმა ადამიანმა იცოდა.
სხვა ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირველი ბანკები, კლასიკური გაგებით, იტალიაში, გენუასა და ვენეციაში უფრო მოგვიანებით, მე-14-15 საუკუნეებში გაჩნდა.
თუმცა ისტორიული კვლევების შედეგად დამტკიცებული ცნობებით, თანამედროვე საბანკო სისტემასთან ყველაზე მიახლოებული ბანკი ინგლისში მე-17 საუკუნეში გაიხსნა. ინგლისის ბანკი კანონიერად 1694 წელს გაფორმდა და უკვე ამის შემდეგ დაიწყო კლიენტებისთვის ჩვეულებრივი საბანკო მომსახურების გაწევა. მოგვიანებით კი ინგლისში და მთლიან ევროპაში საბანკო მომსახურება პოპულარული გახდა, რამაც ბევრი სხვადასხვა ბანკის შექმნა განაპირობა.
მასალის გამოყენების პირობები