ჯუდ ლოს ახალ მთავარ როლს სთავაზობენ. საუბარია იტალიელი ოსკაროსანი რეჟისორის, პაოლო სორენტინოს ახალ ტელესერიალზე, რომელსაც, სავარაუდოდ, “ახალგაზრდა პაპი” ერქმევა და ისტორიაში პირველ იტალიურ-ამერიკული წარმოშობის პაპზე მოგვიყვევა.
იტალიური მედია უკვე ირწმუნება, რომ სორენტინომ თავისი ფავორიტი მონახა და მთავარ როლზე ჯუდ ლოს ამტკიცებს. სამწუხაროდ, ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
ტელესერიალის პროდუსერები ლორენცო მიელი და მარიო ჯიანინი არიან. სცენარი, სორენტინოსთან ერთად, უმბერტო კონტარელოს, სტეფანო რულისა და გრისონის ეკუთვნით. ეს რეჟისორისთვის პირველი სატელევიზიო სერიალი იქნება.
უკვე ცნობილია, რომ აპირებენ რვა 55-წუთიანი სერიის ჩაწერას. გადაღებები ვატიკანსა და ამერიკაშია დაგეგმილი და, როგორც ვარაუდობენ, ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია სხვა დეტალები.
მასალის გამოყენების პირობები