რუბრიკები
პრემიერმა ის მუნიციპალიტეტები დაასახელა, სადაც "ეფექტურად აითვისეს" თანხები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამგებლებთან, მერებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე გასული წელი შეაჯამა და ის ქალაქები და გამგეობები დაასახელა, სადაც ეფექტურად და სრულად აითვისეს გამოყოფილი თანხები.  "მე მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი. დავიწყებ კახეთიდან. სიღნაღი, გურჯაანი, თელავი, დედოფლისწყარო, მათ აქვთ ათვისება 93-94%-ის ფარგლებში. სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი – აქ 90%-ის ფარგლებშია ათვისება გასულ წელს. იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ხარაგაული, თერჯოლა, საჩხერე, ხონი, ჭიათურა, ასევე, ქვემო ქართლი, დმანისი, ბოლნისი, მარნეული, წალკა – აქაც არის ძალიან კარგი შესრულება. სამეგრელო-ზემო სვანეთში ხობის მუნიციპალიტეტს აქვს 100%-იანი ათვისება. სენაკი, აბაშა, მარტვილი, ზუგდიდი ასევე მაღალი ათვისებაა. გურიაში - ჩოხატაური, ოზურგეთი, აჭარაში – შუახევი არის 100%-იანი ათვისება. ხელვაჩაურში არის 99%-იანი ათვისება, ხულოში 98%-იანი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, დანარჩენ მუნიციპალიტეტებს აქვთ შედარებით დაბალი ათვისებები, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოასწორდეს. "წელს გვაქვს ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები დაწყებული. მინდა ყველას მოგიწოდოთ, მაქსიმალურად გავაქტიურდეთ და მოვახდინოთ კონცენტრირება ყველა იმ პროექტზე, რომელიც არის დაწყებული. ჩვენ დროულად უნდა დავასრულოთ ყველა პროექტი, დროულად უნდა გამოვაცხადოთ ტენდერები და პროექტების მიმდინარეობას გავუწიოთ კონტროლი და მონიტორინგი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.