ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში, ავარიის შედეგად 69 წლის ქალი გარდაიცვალა. ავტომობილი, რომელმაც ქალი გაიტანა, სახელმწიფო უწყებას ეკუთვნის. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რადიო "ათინათს" შსს-ს პრესამსახურში დაუდასტურეს.
სამინისტროში ჯერ არ აკონკრეტებენ, თუ რომელ უწყებას ეკუთვნის აღნიშნული ავტომობილი. ამასთან, კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ეს მანქანა შს სამინიტროს რომელიმე უწყებას ეკუთვნის.
მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ემუხლითდაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები